სოციალური პროექტი "გადავარჩინოთ დედამიწა"


სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება:

თემა-„გადავარჩინოთ დედამიწა“

რეგიონი
კახეთი
სკოლა
სსიპ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორი
ლია კაპანაძე
პროექტის ავტორი/ავტორები

შიო იორამიშვილი
პროექტის საკონტაქტო პირი

შიო იორამიშვილი
ტელეფონ
577644837
ელექტრონული ფოსტა

shioioramishvili@gmail.com
რომელი საგნის მასწავლებლები მონაწილეობენ პროექტში
სპორტის მასწავლებელი.ბუნების მეტყველების მასწავლებელი,მე და საზოგადოების მასწავლებელი.
რომელ საგანსა და საგნობრივ ჯგუფს შეესაბამება პროექტი
 სპორტი.ბიოლოგია,მე და საზოგადოება,ბუნებისმეტყველაბა
რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში

მე-7 კლასი
რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პროექტში

26
რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფებთან არის დაგეგმილი თანამშრომლობა
სასკოლო თემი,სოფლის თემი.
პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი 
9.10.2019-23.10.2019

1.      პროექტის აღწერა:პროექტი აერთიანებს შემდეგ სოციალურ საკითხებს:დანაგვიანებული გარემო,გლობალური დათბობა,ბუნებრივი კატაკლიზმები,დაბინძურებული ჰაერი.პროექტი მიზნად ისახავს თვითოეული მოსწავლე დააფიქროს თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანონ მათ  დედამიწას თავიაანთი არასწორი ქმედებით.დააფიქროს ისინი,რომ თუ ერთობლივად ყველა არ გაერთიანდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად ეხლავე ხვალ შესაძლოა იყოს გვიან,რადგან დღითიდღე მატულობა ჰაერში ნახშიროჟანგის რაოდენობა,ნადგურდება ნარგავები,ბინძურდება ზღვები,ტბები და მდინარეები,თანდათანობით ნაგვით ივსება დედამიწა. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება კი ჩვენ სეგვიძლია ყველას ერთად.
პრობლემის აღწერა:  ჩემი აზრით პროექტში აღწერილი პრობლემები აქტუალურია,რადგან ჩვენი,როგორც მასწავლებლების ვალია ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლოთ,როგორ გაუფრთხილდნენ დედამიწას,როგორ  შეინარჩუნონ გარემო სუფთად  და ჯანსაღად განადგურების და დაბინძურების გარეშე.

აკადემიური მიზნები:    მოსწავლეს  ყოველთვის გაუფრთხილდება გარემოს,არ დააბინძურებს დედამიწას,არ გაანადგურებს მწვანე საფარს.მუდმივად იზრუნებს რომ იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში.აგრეთვე მოსწავლეს ეცოდინება,რომ ჯანსაღი გარემო მათი ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.
აკადემიური მიზნები ესგ-ს მიხედვით:

იმართულება: აქტიური მონაწილეობა, ორგანიზებულობა ცნებები
მოსწავლემ უნდა შეძლოს
..სპ.საბ.1.
ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის (როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალების) მნიშვნელობის გაცნობიერება;თვითკონტროლი,ორგანიზებულობა
ფიზიკური თვისებები, ტექნიკური ელემენტები
..სპ.საბ.2.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების საშუალებით ორგანიზებულობის განვითარება;                   

საზოგადოებრივი მიზნები:

·         ამაღლდეს მოსწავლეთა,მშობელთა და ზოგადად სოფლის თემის ცნობიერება სუფთა გარემოს შესახებ.ინფორმირებულები იყვნენ თუ რა დიდი როლი აკისრია თვითოეულ მათგანს გარემო-სისუფთავეზე,გაათვითცნობიერონ საკუთარი ქმედებები რითაც ზიანს აყენებენ დედამიწას.
დაგეგმილი საქმიანობები:  პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები დაიყვნენ 3 ჯგუფად.პროექტის განხორციელებისთვის მათ მიეცათ ორი კვირა.დავალებები ასე გადანაწილდა პირველ ჯგუფს დაევალა ინტერვიუ სკოლის მოსწავლეებთან წინასწარ შედგენილი კითხვების გამოყენებით.
1)      რა სახის ნივთებს იშორებთ ხშირად სახლიდან?
2)      რგავთ თუ არა ყვავილებს და მწვანე ნარგავებს?
3)      რას იყენებთ ზამთარში სახლების გასათბობად?
4)      ასუფთავებთ თუ არა თქვენი სახლის მინდებარე ტერიტორიებს და მდინარეებს?
5)      იყენებთ თუ არა ნაგვის ურნებს?
მეორე ჯგუფი-ინტერვიუ სკოლის მასწავლებლებთან იგივე კითხვების გამოყენებით.
მესამე ჯგუფი-ინტერვიუ სოფლის თემთან.(მოსწავლეებს დაევალათ თავიაანთ უბანში ინტერვიუ აეღოთ მეზობლებისგან იგივე კითხვების გამოყენებით.
მეოთხე ჯგუფი
ერთი კვირის შემდეგ მოვახდინე შუალედური მონიტორინგი.განვიხილეთ ერთობლივად ინტერვიუს კითხვებზე გაცემული პასუხები.აღმოჩნდა რომ თითქმის ყველა იყენებდა ნაგვის ურნებს მათივე თქმით,ყველა ასუფთავებდა მიმდებარე ტერიტორიებს,ყველა რგავდა ნარგავებს,უმრავლესობა იყენებდა შეშას ზამთარში სახლის გასათბობად.მოსწავლეებმა თავიაანთი დაკვირვების  და ამ ინტერვიუს გაანალიზების შედეგად დაასკვნეს რომ.ხალხი იძახდა ერთს და აკეთებდა მეორეს.რადგან თუ მათ დავუჯერებთ და ყველლაფერს ისე აკეთებენ როგორც ამბობენ გარემო უნდა იყოს სუფთა,მაგრამ რეალობა განსხვავებულია.
   დავსახეთ მომდევნი კვირის სამუშაო გეგმა.მოსწავლეებმა დაასაუფთავეს სკოლის და ეკლესიის მინდებარე ტერიტორია.აგრეთვე გაასუფთავეს სოფლის სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია.დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს და დედამიწას და დაურიგეს სკოლის სხვა მოსწავლეებს.აგრეთევე ბუკლეტები გაავრცელეს სოფლის თემში.დაამზადეს პოსტერები სადაც დედამიწა ითხოვს შველას და გამოაკრეს სკოლის ეზოში.
საბოლოოდ მათ მოიწვიეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები,მშობლებთან და დამრიგებლებთან ერთად და გააკეთეს პრეზენტაციები,წარმოგვიდგინეს თავიაანთი ხედვა სუფთა გარემოს შესახებ.მათ მოიწვიეს აგრეთვე ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი და სთხოვეს ესაუბრა დამსწრე სახოგადოებისთვის თუ რა მდგომარეობაშია დედამიწა  და რა გვევალებს თვითოეულ ჩვენგანს.






პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლე,მშობელი,მასწავლებელი და კერძოს მთელი სოფლის თემი გაუფრთხილდება გარემოს,იზრუნებს მის სისუფთავეზე და ასე თანდათანობით ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დედამიწას.მოსწავლეები მიხვდებიან რომ გარემო პრობლემები მარტო ერთი ადამიანის მოსაგვარებელი არაა,არამედ სჭირდება ყველას გაერთიანება და თუნდაც ერთი უმნიშვნელო  ქმედება გარემოს გაფრთხილების და გადარჩენის შესახებ ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის საწინდარია.
პროექტის განხორციელების ვადები   პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო-14 დღე.
  გამოყენებული რესურსები-კონპიუტერი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,ფერადფერადი მარკერები,ცარცი,დაფა.ეკრანი.პროექტორი
შეფასება-დაკვირვების დღიური.მოსწავლეთა თვითშეფასება,განმავითარებელი შეფასება







Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტი სპორტი ჯამრთელობის საწინდარია