სოციალური პროექტი სპორტი ჯამრთელობის საწინდარია


სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება:

სპორტი ჯამრთელობის საწინდარია
რეგიონი
კახეთი
სკოლა
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორი
ლია კაპანაძე
პროექტის ავტორი/ავტორები

შიო იორამიშვილი
პროექტის საკონტაქტო პირი

შიო იორამიშვილი
ტელეფონი
577644837
ელექტრონული ფოსტა

shioioramishvili@gmail.com
რომელი საგნის მასწავლებლები მონაწილეობენ პროექტში
სპორტი
რომელ საგანსა და საგნობრივ ჯგუფს შეესაბამება პროექტი
ფიზიკური აღზრდა  და სპორტი
რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში

მე-7
რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პროექტში

22
რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფებთან არის დაგეგმილი თანამშრომლობა
ექიმი, მშობლები
პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი 
  24.09.2019-1.10.2019

პროექტის აღწერა:          პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები გაეცნობიან,თუ რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია სპორტს თვითოეული ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერი განვითარებისათვის. რაოდენ დიდია სპორტის როლი ადამიანის ჯამრთელობისთვის. მოსწავლეები გაეცნობიან კვლევებს სადაც აღნიშნულია,რომ ადამიანები ვინც სპორტულ ცხოვრებას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ,ნაკლებად უჩნდებათ ჯამრთელობის პრობლემები.პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლე სკოლის პერიოდიდანვე მიაჩვიოს სპორტული აქტივობების შესრულებას სისტემატიურად,რათა მათ არ შეექმნათ სერიოზული ჯამრთელობის პრობლემები.

პრობლემის აღწერა:  ჩვენი ახალგაზრდა თაობა სკოლის ასაკიდანვე იწყებს სიგარეტის მოწევას, არ ერიდებისნ ალკოჰოლურ სასმელს,დიდი რაოდენობით მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს.ადრეული ასაკიდანვე შეიმჩნევა მოსწავლეთა ჭარბწონიანობა.
აკადემიური მიზნები:


·         განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების უნარი.
·         გაიაზრებენ სხეულის მდგომარეობის თავისებურებებს, ფიზიკური დატვირთვის გავლენა ორგანიზმზე, ტანადობის ჩამოყალიბებაზე.
·         წარმოადგინონ მათთვის  საყვარელი ფეხბურთელების მიღწევები.
·          საზოგადოებას გააცნონ ფეხბურთის განვითარების ისტორია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოზარდების დაინტერესება   სპორტის სხვადასხვა სახეობეობებით და ცხოვრების გაჯანსარების გზას დაადგება უფრო მეტი ადამიანი.



აკადემიური მიზნები ესგ-ს მიხედვით:

 ფ.ა.სპ.საბ.1. ფიზიკურ    აქტივობებში ჩართულობის (როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალების) მნიშვნელობის გაცნობიერება            
       




საზოგადოებრივი მიზნები:

·         ეს პროექტი გაზრდის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.გაეცნობიან სასარგებლო რჩევებს და ინფორმაციას და   შესაბამისად შეეცვლებათ დამოკიდებულება სპორტული აქტივობების მიმართ. მეტი სიფრთხილით  და უფრო მეტი მონდომებით შეუწყობენ ხელს თავიაანთი შვილების აქტიურ ჩართულობას სპორტულ აქტივობებში.
·         შექმნილი პროდუქტის (ბუკლეტების) თანატოლებსა და მშობლებში გავრცელებითა და გაზიარებით, შემცირდება დაავადების გავრცელების რისკები.

დაგეგმილი საქმიანობები:   პროექტის ირგვლივ შესასრულებელი სამუშაო გადანაწილდა მოსწავლეთა  ჯგუფებს შორის(სულ 4 ჯგუფი)
                       პირველ ჯგუფს დაევალა მოეძიებინათ ქართველი ცნობილი სპორცმენების ბიოგრაფიული ცნობები,მათი მიღწევები.აგრეთვე მათ მიერ მიცემული ინტერვიუები მათი ცხოვრების წესისა და ჯამრთელობის შესახებ.
მეორე ჯგუფს დაევალა  ინტერვიუ სკოლის ექიმთან(მოწევასთან და ალკოჰოლური სასმელებთან დაკავშირებით)
მესამე ჯგუფს უნდა დაემზადებინა საინფორმაციო ბუკლეტები,სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ის სპორტული  გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ჩამონათვალი,რომელსაც სკოლის მოსწავლე უნდა ასრულებდეს სისტემატიურად.
 ხოლო მეოთხე ჯგუფმა გააკეთა გამოკითხვა სოფლის თემთან.(იცავდნენ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესებს,კერძოდ რა როლი ეჭირა სპორტულ აქტივობებს მათ ცხოვრებაში)
დაგეგმილი საქმიანობების შესრულების შემდეგ, მოსწავლეებმა მოიწვიეს უფროსი კლასელი მოსწავლეები,მათი დამრიგებლები, ბიოლოგიის მასწავლებლები,სკოლის ექიმი ,სპორტის სხვა მასწავლებლების და გააცნეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაციები და სასარგებლო რჩევები.პრეზენტაციის სემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე“სპორტი და კამრთელობა“.აგრეთვე თვითოეულ მოსწავლეს საშუალება მიეცა გასაუბრებოდნენ ბიოლოგიის მასწავლებელს და სკოლის ექიმს. მოსწავლეებმა გამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს სკოლაში  სოფლის თემში.მათ ამით ხაზი გაუსვეს სპორტის მნიშვნელობას თვითოეული ადამიანის ცხოვრებაში.



პროექტის მოსალოდნელი შედეგები:          პროექტის წარმატებით განხორციელებას მოჰყვება მოსწავლეთა სპორტისადმი ინტერესის გაზრდა, რადგან მოსწავლე დაინახავს, რომ სპორტის გაკვეთილზე შეძენილი უნარ-ჩვევებით  მათ გამოადგებათ საკუთრი ჯამრთელობის შენარჩუნებაში. ასევე უფრო მეტი მოსწავლის დაინტერესება სპორტის სხვადასხვა სახეობებით,რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების გაჯანსაღებას.


1.       პროექტის  განხორციელების დრო-  24.09.2019-1.10.2019

2.     საჭირო რესურსები : პროექტორი,ეკრანი,programa-power-point,ფერადი ფურცლები,ბანქრები,პურცლები ბუკლეტების დასამზადებლად.

3.      პროექტის თვითშეფასებება.-მასწავლებლის დაკვირვების დღიური.მოსწავლეთა თვითშეფასება.ურთიერთშეფასება







Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტი "გადავარჩინოთ დედამიწა"